ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

თებერვალი

გამოიცა „აკადემიური ასოციაციის“ ჟურნალი „კავკასიონი“ (#1-2), რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიოდა გალაკტიონი.

დამატებითი ინფორმაცია

მაისი

გამოიცა ჟურნალის „მნათობი“ პირველი ნომერი. გალაკტიონი ჟურნალის ერთ-ერთი დამფუძნებელი, წლების მანძილზე სარედაქციო კოლეგიის წევრი და მუდმივი თანამშრომელი გახდა.

15 მაისი

გალაკტიონმა მიმართა ხელოვნების მუშაკთა კავშირის სამდივნოს, საცხოვრებლად მიეცათ ერთი ოთახი.

ივნისი

ჟურნალში „მნათობი“ (#2) გამოქვეყნდა გალაკტიონის ლექსების ციკლი „ქარი“.

ივლისი

ჟურნალში „მნათობის“ #4 გამოქვეყნდა გალაკტიონის პოემა „ჯონ რიდი“, მიძღვნითი წარწერით: „ვუძღვნი ამ წიგნს რიგს ძვირფას პოეტებისას, რომელთაც გამომაცხადეს პოეტების მეფედ 25 იანვარს, 1921 წელს რევოლიუციიდან დაბრუნების შემდეგ“.


დამატებითი ინფორმაცია

აგვისტო

პოემა „ჯონ რიდი“ გამოიცა წიგნად.

აგვისტო - სექტემბერი

28-29 აგვისტო - საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლების აღსადგენად საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყება სისხლში ჩაახშვეს, რეპრესიებს 12 ათასი ადამიანი შეეწირა.

სექტემბერში, ჟურნალში „მნათობი“ (#5), გალაკტიონმა გამოაქვეყნა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ამსახველი პოემა „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა“.

პოემა „მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა“ - 1921-1924 („გამარჯვებულნი სასტიკი ხელით აღრჩობენ ტყვეებს, ჰკაფავენ ხვრეტენ, ხალხის სახელით უსპობენ დღეებს“).

დამატებითი ინფორმაცია

აგვისტო

 საბჭოთა მწერალთა I ყრილობაზე (17 აგვისტო – 1 სექტემბერი) ნიკოლაი ტიხონოვმა ქართულ საღამოზე წაიკითხა გალაკტიონის ლექსების თარგმანები რუსულ ენაზე.

დამატებითი ინფორმაცია

სექტემბერი

სერგო ორჯონიკიძის მკაცრი გამოსვლის შედეგად ჟურნალის „მნათობი“ (#5) ტირაჟი გაანადგურეს. გალაკტიონი რამდენიმე დღით მეტეხის ციხეში დააპატიმრეს.

9 ოქტომბერი

გარდაიცვალა ვალერი ბრიუსოვი.

გალაკტიონმა უძღვნა ლექსები: „უკანასკნელი დეპეშა“ - 1924, „შავი სვეტები“ - 1924, „რუს პოეტს“ - 1925

დამატებითი ინფორმაცია

ნოემბერი

ჟურნალში „მნათობი“ (#7-8) გალაკტიონმა გამოაქვეყნა ლექსი „ჩვენ, პოეტები საქართველოსი“.

დამატებითი ინფორმაცია

11 ნოემბერი

გარდაიცვალა ცნობილი მომღერალი ვანო სარაჯიშვილი.

მას ეძღვნება გალაკტიონის ლექსი: „ოპერის თეატრთან“ - 1925

დამატებითი ინფორმაცია

* * *

გალაკტიონის ლექსებს ეხმიანება აკადემიკოსი ნიკო მარი წიგნში „იაფეტური სემინარები“.