მარტი
ახალდაარსებულ ჟურნალში „თეატრი და მუსიკა“ დაიბეჭდა გალაკტიონის წერილი „თეატრები“.
24 მარტი
გალაკტიონი მონაწილეობდა იოსებ გრიშაშვილის საღამოში, ოპერის თეატრში.
აპრილი
2000 ტირაჟით გამოიცა გალაკტიონის მეორე წიგნი Cran Aux fleurs artistiques - „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“.
გამოხმაურებები: იოსებ იმედაშვილი „თეთრი მეფე“ - ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ 1920, #8; ვახტანგ გარიკი, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920 #49; ივანე იოსელიანი „გენიალური გალაკტიონი“, ჟურნალი „ტფილისი“, 1920 #1.
აპრილი
ახალდაარსებულ ალმანახში „თოლაბულისის სარტყელი“ დაიბეჭდა გალაკტიონის ლექსი: „შემოდგომა „უმანკო ჩასახების“ მამათა სავანეში“.
ალმანახის მეორე ნომერი გამოიცა მაისში და გაიხსნა გალაკტიონის ლექსით „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“.
11 ივნისი
გალაკტიონი მონაწილეობდა სახალხო თეატრში გამართულ დიდ სალიტერატურო საღამოში
(„სახალხო საქმე“, #546)
29 ივნისი
გალაკტიონი მონაწილეობდა სალიტერატურო დილაში ორთაჭალის საზაფხულო მუშათა კლუბში
(„სახალხო საქმე“ # 561)
12 სექტემბერი
გალაკტიონი მონაწილეობდა დიდ სალიტერატურო საღამოში, სახელოსნო კლუბში
(„ერთობა“ #214);
16 - 25 სექტემბერი
გალაკტიონმა მონაწილეობდა მიიღო სალიტერატურო დილა-საღამოშებში, ხაშურში, ქუთაისში, ხონში, სამტრედიაში, ახალსენაკში და ოზურგეთში.
(„ერთობა“, # 216)
ოქტომბერი
გალაკტიონი სიმონ წეველთან (გაჩეჩილაძე) და რაუდ გოგოხიასთან ერთად ხელმძღვანელობდა შემოქმედებით გაერთიანებას „პოეტების კარავს“
(„სახალხო საქმე“ #482)
30 დეკემბერი
მომღერალმა ვალერი ჯვარაძემ (ჯვარშეიშვილმა) კომპოზიტორ მანსენეს „ელეგიის“ მუსიკაზე იმღერა გალაკტიონის „მერი“. დავით კაკაბაძის გაფორმებით დაიბეჭდა ნოტები, ვალერი ჯვარაძის პორტრეტითა და დავით კაკაბაძის ამავე წელს შესრულებული გალაკტიონის პორტრეტით. ნოტები დავით კაკაბაძის ნახატით.
დამატებითი ინფორმაცია