ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

1 იანვარი

გალაკტიონი სოხუმში ჩავიდა წიგნის „ზღვა ახმაურდა“ გამოცემის გამო.

30 იანვარი ???

სოხუმის მასწავლებელთა სახლში გალაკტიონს გაუმართეს საღამო.

7 თებერვალი

აფხაზეთის სახელგამმა გამოსცა გალაკტიონის წიგნი „ზღვა ახმაურდა“.

5 აპრილი

გალაკტიონმა მიმართა საქართველოს უცხოეთთან კულტურული კავშირის საზოგადოებას, სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლის 40 წლისთავთან დაკავშირებით ეთარგმნათ და წიგნად გამოეცათ მისი ლექსები უცხო ენებზე.

დამატებითი ინფორმაცია

7 აპრილი

გალაკტიონი დაესწრო საქართველოს უცხოეთთან კულტურული კავშირის საზოგადოების კრებას.

მაისის დასაწყისი

გალაკტიონი ესტუმრა დაბა მაიაკოვსკის. დაათვალიერა საირმე. საირმიდან დაბრუნებულს შეხვედრა მოუწყვეს მაიაკოვსკის კულტურის სახლში.

18 მაისი - 15 ივნისი

გალაკტიონი მოსკოვში იმყოფებოდა „გოსლიტიზდატის“ მიერ მისი ლექსების კრებულის გამოცემასთან დაკავშირებით.

დამატებითი ინფორმაცია

6 აგვისტო

გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო გორში გამართულ ქართული პოეზიის საღამოში, წაიკითხა ლექსი „ეგ არის და გორის ციხე!“.

დამატებითი ინფორმაცია

12 სექტემბერი

გაიმართა გალაკტიონის საღამო და გამოფენა ორჯონიკიძის სახელობის კლუბში.

18 სექტემბერი

ცხაკაიას თეატრში გაიმართა გალაკტიონის საღამო, სადაც წაიკითხა ლექსი „მადლობა, დიდი მადლობა“.

დამატებითი ინფორმაცია

2 ოქტომბერი

2 ოქტომბერს ღამით გარდაიცვალა გალაკტიონის ძმა პროკლე (აბესალომ) ტაბიძე.

დამატებითი ინფორმაცია

11 ოქტომბერი

შესრულდა გალაკტიონის სამწერლო მოღვაწეობის 40 წლისთავი.

9 ნოემბერი

გაიმართა გალკატიონის საღამო მარჯანიშვილის თეატრში.

22 ნოემბერი

 გაიმართა გალაკტიონის საღამო ოპერის თეატრში.