ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

12 იანვარი

საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის სხდომაზე გალაკტიონი ჟურნალის „მნათობი“, რომელიც 1931 წლიდან საქართველოს მწერალთა ფედერაციის ორგანო გახდა,  სარედაქციო კოლეგიაში შევიდა.

1 მაისი

დასრულდა „რევოლუციონური საქართველოს“ ბეჭდვა ჟურნალში „მნათობი“.

დამატებითი ინფორმაცია

3 - 5 სექტემბერი

პროლეტარული მწერლობის ასოციაციის მეექვსე პლენუმზე გალაკტიონი „თანამგზავრად“ გამოაცხადეს (ბენიტო ბუაჩიძემ ქართულ ლიტერატურაში გამოყო ბურჟუაზიული და თანამგზავრული ფენები).

დამატებითი ინფორმაცია

19 სექტემბერი

სახელგამმა წიგნად გამოსცა გალაკტიონის ლექსთა ციკლი „საით მიდის რევოლიუციონური საქართველო“ (რევოლიუციონური საქართველო).

დამატებითი ინფორმაცია

* * *

ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების ფედერაციის X წლისთავთან დაკავშირებით გალაკტიონი დააჯილდოვეს ა/კ ცაკის პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.