ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

1 იანვარი

გალაკტიონის ლექსები დაიბეჭდა გაზეთებში: „კომუნისტი“, „ლიტერატურული საქართველო“ და „ზარია ვოსტოკა“.

24 იანვარი

გაიმართა გალაკტიონის საღამო „Заря Востока“-ს რედაქციაში.

დამატებითი ინფორმაცია

25 თებერვალი

საქართველოს გასაბჭოების 20 წლისთავის საიუბილეო კრებული „ქართველი მწერლები საბჭოთა საქართველოს“ იხსნება გალაკტიონის ლექსით „მშობლიურო ჩემო მიწავ“.

დამატებითი ინფორმაცია

3 მარტი

გალაკტიონმა უკრაინის დელეგაციასთან ერთად მოინახულა მთაწმინდაზე აკაკი წერეთლის საფლავი.

დამატებითი ინფორმაცია

15 მარტი

გაიმართა გალაკტიონთან შეხვედრა ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის მოსწავლეებთან. გალაკტიონი ჩარიცხეს საპატიო პიონერად.

დამატებითი ინფორმაცია

23 მარტი

იაკობ ნიკოლაძემ დაიწყო გალაკტიონის ბიუსტის გამოქანდაკება მარმარილოსგან.

დამატებითი ინფორმაცია

27 მარტი

გამოიცა ჟურნალის „მნათობი“ იანვრის ნომერი, რომელიც გაიხსნა გალაკტიონის ლექსით „ლენინის ხსოვნას“.

4 აპრილი

პლეხანოვის სახელობის კლუბში გაიმართა გალაკტიონის საღამო.

12 აპრილი

ჩატარდა გალაკტიონის საღამო გორში.

20 აპრილი

გაიმართა გალაკტიონის საღამო მასწავლებელთა სახლში.

28 ივლისი

22 ივნისს გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.
28 ივლისს მწერალთა კავშირმა არმიის ნაწილებში გამოსვლებისთვის გამოყო ბრიგადები. მწერლებმა დაიწყეს სამხედრო მეცადინეობები. პირველ ბრიგადაში შევიდა გალაკტიონი.

11 სექტემბერი

მედვედევოს ტყეში, ქალაქ ორიოლიდან ათიოდე კილომეტრში დახვრიტეს ადგილობრივ ციხეში დატუსაღებული 157 პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის გალაკტიონის მეუღლე ოლია ოკუჯავა.


დამატებითი ინფორმაცია

30 დეკემბერი

გალაკტიონმა დაწერა ლექსი „ესტონეთს“ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით.

დამატებითი ინფორმაცია