ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

18 იანვარი

თავი მოიწამლა გალაკტიონ ტაბიძის უახლოესმა მეგობარმა სემინარიიდან – დიმიტრი (ქუჩუ) ქავთარაძემ (დემონი).

იანვარი

გალაკტიონი გახდა იოსებ იმედაშვილის ახალდაარსებული ყოველკვირეული ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ თანამშრომელი.

* * *

გალაკტიონმა დაიწყო თანამშრომლობა გაზეთებში: „კოლხიდა“, „თემი“, „ჩვენი ცხოვრება“; ჟურნალში: „ნაკადული“; ალმანახებში: „პირველი ნაბიჯი“, „ჩვენი ნაბიჯი“.

აპრილი

გალაკტიონს სააღდგომოდ ორი ორიანი გამოჰყვა, სასოწარკვეთილმა თავისი ყველა ნაწერი დაწვა.

26 აპრილი

გალაკტიონმა სემინარია მიატოვა ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო და სოფელში დაბრუნდა.

ივლისი

გალაკტიონმა სკოლების მთავარ მეთვალყურეს თედო ჟორდანიას თხოვნით მიმართა, დაენიშნათ სკოლის მასწავლებლად.

15 ნოემბერი

გალაკტიონმა სამასწავლებლო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და დაინიშნა შორაპნის მაზრის სოფელ ფარცხნალის (ხარაგაულის ახლოს) დაწყებითი სკოლის მასწავლებლად.

დამატებითი ინფორმაცია