25 აპრილი
ბათუმში ჩატარდა გალაკტიონის საღამო.
30 აპრილი
სოხუმში ჩატარდა გალაკტიონის საღამო
„კომუნისტი“, # 87.
17 ივნისი
ლენინგრადის ხელოვნების აკადემიის შენობაში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის საღამო. მოხსენება გალაკტიონის შემოქმედების შესახებ წაიკითხა ასპირანტმა ელენე ვირსალაძემ. საღამოს დაესწრნენ ახალგაზრდა ქართველი მეცნიერები: ილია ვეკუა, ვიქტორ კუპრაძე, გიორგი წერეთელი, სერგო ჯიქია, ვარლამ და კარპეზ დონდუები, კიტა და იოსებ მეგრელიძეები, ელენე და გრიგოლ ჩხიკვაძეები, შალვა ხიდაშელი, მიხეილ ჩხაიძე და სხვები.
ჟურნალი „მნათობი“, 1973, # 10
ივნისი
გალაკტიონი ქართველი მწერლების სახელით მიესალმა აკადემიკოს ნიკოლოზ იაკობის ძე მარს მისი დაბადების 70 და სამეცნიერო მოღვაწეობის 45 წლის აღსანიშნავად.
დამატებითი ინფორმაცია18 ივნისი
საქართველოს მწერალთა კავშირის გაფართოებული პლენუმის მესამე სხდომაზე განიხილეს გალაკტიონის, როგორც საბჭოთა პოეტის, ფორმირების პროცესი.
9 აგვისტო
გაზეთში „კომუნისტი“ გამოქვეყნდა სსრკ მწერალთა I ყრილობის დელეგატთა სია (საქართველოდან 22 მწერალი). მათ შორის არ იყო გალაკტიონი, რამაც მისი აღშფოთება გამოიწვია.
დამატებითი ინფორმაცია20 აგვისტო
საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება „ვეფხისტყაოსნის“ 750 წლისთავის იუბილეს ჩატარების შესახებ გალაკტიონი აირჩიეს საიუბილეო კომიტეტის წევრად.
დამატებითი ინფორმაცია20 სექტემბერი
გალაკტიონმა მაქსიმ გორკისგან მიიღო წერილი ალექსანდრ პუშკინის საიუბილეო კომიტეტში არჩევის შესახებ.
20 ნოემბერი
გალაკტიონმა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად, „სახელგამს“ ჩააბარა თხზულებათა II ტომი.
23 დეკემბერი
გალაკტიონმა განცხადებით მიმართა სსრკ-ის ცაკის თავმჯდომარეს ფილიპე მახარაძეს საბინაო პირობების გაუმჯობესების თხოვნით.
დამატებითი ინფორმაცია