ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

18 თებერვალი

ქართველმა მწერლებმა და მათ შორის გალაკტიონმა აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 8 წლის აღსანიშნავად მოაწყვეს საღამო და აკაკის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

13 აპრილი

საქართველოს მწერალთა მე-4 კონფერენციაზე გალაკტიონი სიტყვით გამოვიდა და არჩეულ იქნა საბჭოს წევრად.

22 აპრილი

გალაკტიონი აირჩიეს აკაკის ძეგლის გახსნისა და საღამოს მომწყობ კომისიაში.

10 ივნისი

ქუთაისის ინტელიგენციამ გამართა გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 15 წლისთავის აღსანიშნავი საღამო.

„განათლების მუშაკი“ (ქუთაისი), 1923, # 1

17 ივნისი

რუსთაველის თეატრში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 15 წლის აღმნიშვნელი საღამო. მომღერალთა გუნდმა შეასრულა „პოეზიის ჰიმნი“ გალაკტიონის სიტყვებზე  (მუსიკა - დიმიტრი არაყიშვილის).

გაზეთი „ტრიბუნა“, 1923, #492. საღამოს მომწყობი კომისიის მოწოდება. 

15 - 17 ივლისი

„გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის“ (#9) გამოცემასთან დაკავშირებით, გალაკტიონმა ბათუმში ორი ლიტერატურული საღამო მოაწყო.

გაზეთი „ფუხარა“, 1923, # 27

22 ოქტომბერი

გალაკტიონი აირჩიეს მწერალთა კავშირის საგამომცემლო კომისიის წევრად.