იანვარი
გალაკტიონი იწყებს თანამშრომლობას ჟურნალში „განათლება“, #9-ში იბეჭდება „მესაფლავე“, ციკლი „ფერფლი გრძნობათა“ და სხვა ლექსები.
დამატებითი ინფორმაცია7 თებერვალი
გალაკტიონი აირჩიეს აკადემიური ასოციაციის სარედაქციო კოლეგიის წევრად.
11 მარტი
ქუთაისში გაიმართა იოსებ გრიშაშვილის საღამო-მეჯლისი აკაკი წერეთლის, კიტა აბაშიძის, დავით კლდიაშვილის, არისტო ჭუმბაძის, ნიკო ლორთქიფანიძის, ვარლამ რუხაძის, დავით მესხის, სანდრო აბაშელის, ჯაჯუ ჯორჯიკიას, გალაკტიონის მონაწილეობით.
28 აპრილი, 6 მაისი
28 აპრილს და 6 მაისს გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო ბათუმსა და ლანჩხუთში გამართულ დიდ სალიტერატურო საღამოებში.
მაისი
გრიგოლ მესხმა დახატა გალაკტიონის პორტრეტი.
დამატებითი ინფორმაციააგვისტო
გალაკტიონმა ლექსთა კრებულის გამოსაცემად ხელმოწერა გამოაცხადა. წიგნს წინასწარ ხელი მოაწერა მხოლოდ თხუთმეტმა კაცმა.
დეკემბერი
გალაკტიონმა გაიცნო ქუთაისის ქალთა უფროსი კლასის მოსწავლე ოლია სტეფანეს ასული ოკუჯავა.
* * *
კონსტანტინე აივაზოვსკისადმი მიძღვნილმა გალაკტიონის ლექსმა „უხილავი“ გაზეთის „თემი“ გამოცხადებულ საუკეთესო ლექსის კონკურსზე მეორე პრემია დაიმსახურა. ჯილდოები გამარჯვებულებს აკაკი წერეთელმა გადასცა.
უხილავი
* * *
გალაკტიონმა თარგმნა ჰომეროსის „ოდისეა“.
* * *
გალაკტიონი გახდა ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ მუდმივი თანამშრომელი.