ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

* * *

გალაკტიონმა ცოლად შეირთო ნინო კვირიკაძე.

დამატებითი ინფორმაცია

* * *

„სახელგამმა” გამოსცა კრებული „მამულო სიცოცხლეო”.

* * *

გალაკტიონი იწყებს თანამშრომლობას საბავშვო გამოცემებში „პიონერი” და „ოქტომბრელი”.

24 იანვარი

ჯაფარიძის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა გალაკტიონის საღამო.

24 აგვისტო

გალაკტიონი, მწერალთა კავშირში, ქალაქ ხარკოვის გათავისუფლებას მიესალმა ლექსით „სიცხადე”.

8 სექტემბერი

სამამულო ომის რუბრიკით  „ხიშტით და კალმით”  დაიბეჭდა გალაკტიონის ლექსი „დონის ბასეინი”.

14 სექტემბერი

წიგნის „ზღვა ახმაურდა” („მოგონებები აფხაზეთზე”) გამოცემის გამო გაემგზავრა სოხუმში.

1 ოქტომბერი

გაზეთში „კომუნისტი“ დაიბეჭდა განცხადება გალაკტიონის სალიტერატურო მოღვაწეობის 35 წლისთავის აღნიშვნის შესახებ.

29 ნოემბერი

გაიმართა გალაკტიონის დაბადების 50 და სალიტერატურო მოღვაწეობის 35 წლის იუბილე ოპერის თეატრში.

გაზეთი „ლიტერატურა და ხელოვნება”, 1943, N 6

7 დეკემბერი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გალაკტიონის საღამო.