1 იანვარი
ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (#1) დაიბეჭდა გალაკტიონის ლექსი „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“.
დამატებითი ინფორმაციაიანვარი
გალაკტიონმა გაიცნო ქუთაისში ჩასული რუსი პოეტი - იგორ სევერიანინი. იწყებენ მუშაობას გალაკტიონის ლექსების რუსულ თარგმანებზე.
გალაკტიონმა გადწყვიტა რუსული კრებულის გამოცემა ოლია ოკუჯავას წინასიტყვაობით, მაგრამ ვერ განახორციელა.
* * *
გალაკტიონი მეორედ მიემგზავრება მოსკოვში. დოკუმენტების უქონლობის გამო ჟანდარმერია დევნის და ბრუნდება საქართველოში.
თებერვალი
თებერვალი - გალაკტიონს და პოეტ ბეგლარ ახოსპირელს ქუთაისში გუბერნატორის შეურაცხყოფისათვის 3 თვით საგუბერნიო ციხე მიუსაჯეს. ცხოვრობდა არალეგალურად.
თებერვალი
გალაკტიონი რევოლუციას ქუთაისში შეხვდა.
დამატებითი ინფორმაცია13 მარტი
გაზეთში „სოციალ-დემოკრატი“ (#1) გამოქვეყნდა გალაკტიონის ლექსი „დროშები ჩქარა“.
დამატებითი ინფორმაცია25 მარტი
გაზეთში „სოციალ-დემოკრატი“ (#2) გამოქვეყნდა გალაკტიონის სონეტი „ნიკოლაოზი“ (ათრობდა ხალხთა მწუხარება).
დამატებითი ინფორმაცია29 აპრილი
გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერიან გუნიას სასცენო მოღვაწეობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოში.
აპრილის ბოლო
გალაკტიონი მოსკოვში გაემგზავრა.
მაისი
გალაკტიონმა მოსკოვში, შრომის სასახლეში თათბირზე გაიცნო მაქსიმ გორკი.
ჩანაწერი-28/III-38, დღიური-98 (1935) (საღამომდე ცა მოღრუბლული იყო...)
* * *
გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვის მოსახლეობის აღმწერი კომისიის მუშაობაში.
18 ივნისი
ჭყვიშში გაიხსნა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის უფასო წიგნთსაცავი - სამკითხველო.
ივანე ტაბიძის წერილი გალაკტიონს.
28 ნოემბერი
ქუთაისის თეატრში გაიმართა გალაკტიონის დიდი საღამო.
გაზეთები: „ჩვენი ქვეყანა“, 1917, # 117; „სახალხო საქმე“, 1917, #849