ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

6 მარტი

გაიხსნა სრულიად საქართველოს მწერალთა მეორე ყრილობა. ყრილობის მუშაობაში გალაკტიონმა აქტიური მონაწილეობა მიიღო.

მაისი

თბილისს ესტუმრა პროლეტარული მწერლობის ფუძემდებელი მაქსიმ გორკი, მასპინძელთა შორის იყო გალაკტიონი.

დამატებითი ინფორმაცია

მაისი

ჟურნალში „ქართული მწერლობა“ #5 გალაკტიონმა გამოაქვეყნა ლექსი „მოგონება გორკიზე“.

10 აგვისტო

გალაკტიონი გაემგზავრა მოსკოვში 17 ივლისი - 1 სექტემბერი - კომინტერნის III ინტერნაციონალის VI კონგრესზე (17 ივლისი - 1 სექტემბერი) დასასწრებად. რუს და უცხოელ მწერლებთან ერთად მოიარა და დაათვალიერა საბჭოთა კავშირის დიდი სამრეწველო ცენტრები (დონბასი, უკრაინა, ჩრდილოეთ კავკასია). 11 სექტემბერს დელეგატთა ჯგუფი თბილისში ჩამოვიდა. გალაკტიონი მათთან ერთად მოგზაურობს საქართველოსა და სომხეთში.

დამატებითი ინფორმაცია

სექტემბერი

გალაკტიონი ჟურნალში „მნათობი“ მუდმივ თანამშრომლად გადავიდა და დაენიშნა ყოვეთვიური ჯამაგირი.

დამატებითი ინფორმაცია

ნოემბერი

ჟურნალში „მნათობი“ (#11-12) დაიბეჭდა გალაკტიონის ლექსთა ციკლი „ეპოქა“. პოემა უძღვნა კომინტერის VI კონგრესის დელეგატს - მარჯორი პოლიტს და სხვა თორმეტ დელეგატს (ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ჩეხოსლოვაკია, ესპანეთი), რომლებთან ერთად იმოგზაურა საბჭოთა კავშირის სამრეწველო რაიონებში კონგრესის დასრულების შემდეგ.