ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

1 იანვარი

ჟურნალში „ტარტაროზი“ #1, რუბრიკით „ლიტერატურული დომხალი“ გამოქვეყნდა გალაკტიონის „ეპოქის“ პაროდია გაიოზ ყირიმელის ავტორობით.

დამატებითი ინფორმაცია

იანვარი

ლექსთა ციკლი „ეპოქა“ გამოიცა წიგნად.

იანვარი

ჟურნალში „მნათობი“ (#1) გამოქვეყნდა ლექსების ციკლი „პაციფიზმი“, რომელიც ამავე წელს წიგნად გამოიცა.



დამატებითი ინფორმაცია

იანვარი

გალაკტიონი შუა აზიაში გასამგზავრებლად ემზადება.

დამატებითი ინფორმაცია

18 მაისი

„დამკვრელ გაზეთში“ გამოქვეყნდა გალაკტიონის ლექსი „გართმევთ პოეტობას“, აქვე დაიბეჭდა კარიკატურა ქართველ მწერლებზე, რომელთა შორის გალაკტიონიც იყო.

1 ივლისი

გალაკტიონმა კონსერვატორიის დიდ დარბაზში წაიკითხა მოხსენება: „თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ“.

დამატებითი ინფორმაცია

აგვისტო

ჟურნალში „მნათობი“ (#8-9) დაიწყო გალაკტიონის ლექსთა ციკლის „რევოლუციური საქართველო“ ბეჭდვა.

სექტემბერი

გაზეთში „კომუნისტი“ (#96) გალაკტიონმა გამოაქვეყნა „წერილი საბჭოთა მწერლების ფედერაციისადმი“.

დამატებითი ინფორმაცია

5 ოქტომბერი

გალაკტიონი გაზეთებში გამოცხადდა პირველ თანამგზავრად. შედგა მწერალთა დამკვრელი ბრიგადები, რომელთაც დაევალათ წარმოებებში მუშებთან ლიტერატურული მუშაობა. გალაკტიონი შევიდა IV ბრიგადაში სტალინის სახელობის სარემონტო ქარხნის შემკრებ, ჩამომმსხმელ და სამჭედლო ცეხში.

დამატებითი ინფორმაცია

9 ოქტომბერი

ოპერის სახელმწიფო თეატრში გაიმართა გალაკტიონის საღამო.

დამატებითი ინფორმაცია

5 ნოემბერი

მწერალთა ფედერაციამ გალაკტიონი მიიწვია „სალიტერატურო გაზეთის“ თანამშრომლად.

დამატებითი ინფორმაცია

15 ნოემბერი

გაიმართა მწერალთა ფედერაციის საბჭოს მეოთხე პლენუმი. პლენუმზე აღინიშნა, რომ ფედერაციამ ვერ გაამართლა დასახული ამოცანები და ჩამორჩა საბჭოთა მშენებლობის ტემპებს.

დამატებითი ინფორმაცია