* * *
გამოიცა გალაკტიონის თხზულებების I წიგნი.
13 თებერვალი
გაიმართა ალექსანდრ პუშკინის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო, რომელშიც როგორც საიუბილეო კომიტეტის წევრი მონაწილეობდა გალაკტიონი.
დამატებითი ინფორმაციამარტი
მოსკოვში გამომცემლობამ „Советский Писатель“ გამოსცა გალაკტიონის ლექსების კრებული ნიკოლაი ტიხონოვის რედაქტორობით.
24 აპრილი
ვანის რაიაღმასკომმა სთხოვა საქართველოს განათლების სახალხო კომისარსა და მწერალთა კავშირის გამგეობას თავმჯდომარეს სოფელ ჭყვიშში გალაკტიონის სახლ-მუზეუმის დაარსება. თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია.
27 აპრილი - 19 მაისი
გალაკტიონი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
15 მაისი
საქართველოს კომუნისტთა X ყრილობაზე ტროცკისტებს, მავნებლებს, სხვადასხვა ჯურის ბანდიტებს - ძირითადად ინტელიგენციას წინააღმდეგ მოხსენებით გამოვიდა ლავრენტი ბერია. განსაკუთრებული სისასტიკით მოიხსენია პაოლო იაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი, გიორგი ლეონიძე, ნიკოლო მიწიშვილი და ტიციან ტაბიძე.
20 მაისი
გალაკტიონი სამკურნალოდ სევასტოპოლში, სეჩერნევის კლინიკაში გაემგზავრა.
დამატებითი ინფორმაცია1 ივლისი
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის უზენაესმა სასამართლომ ოლღა ოკუჯავას კონტრ-რევოლუციური ტროცკისტული მუშაობისთვის 10 წლით გადასახლება მიუსაჯა.
დამატებითი ინფორმაცია* * *
სასკოლო ბიბლიოთეკის სერიით სახელგამმა გამოსცა გალაკტიონის ლექსები.
8 ოქტომბერი
მწერალთა კავშირიდან გარიცხეს ტიციან ტაბიძე, გვიან ღამით კი დააპატიმრეს.
24 დეკემბერი
გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო რუსთაველის თეატრში გამართულ „ვეფხისტყაოსნის“ 750 წლისთავისადმი მიძღვნილ პლენუმში.