ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

* * *

„სახელგამმა“ გამოსცა გალაკტიონის თხზულებების III ტომი.

დამატებითი ინფორმაცია

აპრილი

საბლიტგამმა გამოსცა გალაკტიონის „ლირიკა“.


დამატებითი ინფორმაცია

23 მაისი

გალაკტიონმა მწერალთა კავშირის პასუხისმგებელ მდივანს  - ირაკლი აბაშიძეს სთხოვა პოემის „აკაკი წერეთელი“ გამოცემაში დახმარება.

დამატებითი ინფორმაცია

მაისი

ჟურნალში „მნათობი“ (N 5-6) გალაკტიონმა გამოაქვეყნა პოემა „აკაკი წერეთელი“.

დამატებითი ინფორმაცია

ივნისი

გამომცემლობამ „ფედერაცია“ წიგნად დაბეჭდა „აკაკი წერეთელი“.

27 ივნისი

გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო ლავრენტი ბერიას სახელობის კულტურის სახლში აკაკი წერეთლის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავ საღამოში. გალაკტიონი არჩეულ იქნა საიუბილეო კომიტეტის წევრად.

9 ივლისი

მოსკოვიდან მიიღო გამომცემლობის „Художественная Литература“ („Гослитиздат“) დაბეჭდილი წიგნი „Избранные стихотворения“.

10 აგვისტო - 13 სექტემბერი

გალაკტიონი საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, მწერალთა დასასვენებელ სახლში ისვენებდა.

დამატებითი ინფორმაცია

12 სექტემბერი

საგურამოში გაიმართა გალაკტიონის საღამო.

13 ოქტომბერი

უნივერსიტეტის კლუბში გაიმართა გალაკტიონის საღამო.

15 ოქტომბერი

გალაკტიონი არ წარადგინეს სტალინის პრემიაზე. 9 იანვარს გამოცხადდა შედეგები: პრემია მიიღო ლეო ქიაჩელმა.

დამატებითი ინფორმაცია

15 ოქტომბერი

სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გალაკტიონის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღია კრება.

23 ნოემბერი

ჩატარდა გალაკტიონის საღამო ლავრენტი ბერიას სახელობის კლუბში.

30 ნოემბერი

დაიწყო საბჭოთა კავშირის ომი ფინეთთან, დასრულდა 1940 წლის 13 მარტს. ამ მოვლენას მიეძღვნა გალაკტიონის პოემა „ათასცხრაას ორმოცი წელი“.