ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

1 მარტი

მთავრობამ აკრძალა გაზეთი „სიმართლის ხმა“, შეცვალეს გაზეთებმა „აზრი“ და „ახალი აზრი“. გალაკტიონი, როგორც ამ გაზეთების თანამშრომელი, ქუთაისის ჟანდარმთა სამმართველომ მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანა, მოგვიანებით კი გადაწყვეტილება მიიღო მისი დაპატიმრების შესახებ.

მარტი

ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“, გაზეთებში „აზრი“ და „შრომა“ ქვეყნდება გამომცემელ ტუტკუ გვარამიას განცხადება გალაკტიონ ტაბიძის პირველი წიგნის გამოსვლის თაობაზე: „იბეჭდება და მოკლე ხანში ხელისმომწერთ დაურიგდებათ გალ. ტაბიძის ნაწერების პირველი წიგნი. წიგნში მოთავსებული იქნება: 1. ავტორის სურათი, 2. ბიოგრაფია, 3. ლექსები (ჯერ დაუბეჭდავებიც) და იპ. ვართაგავას, ივ. გომართელის და მიხ. წულუკიძის წერილები".

მაისი, 1914

მაისში გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო მგოსნის - გელას (ბარნაბა გალაზონია) მიერ გამართულ სალიტერატურო საღამოში, რომლის შემდეგ ქართველმა მწერლებმა ქუთაისის „საოჯახო ბაღში“ სამახსოვრო სურათი გადაიღეს.

5, 7 ივნისი

5 და 7 ივნისს გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო იროდიონ ევდოშვილის საღამოებში.

ივნისი

ივნისის ბოლოს ქუთაისში ხელის მოწერით გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსთა პირველი კრებული, სადაც მოთავსებული იყო 157 ლექსი.
ორ თვეში გაიყიდა წიგნის მთელი ტირაჟი – 2000 ეგზემპლარი.


დამატებითი ინფორმაცია

* * *

გალაკტიონი პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით ამზადებს მეორე წიგნს, მთავრობა არ რთავს გამოცემის ნებას.

ივლისი

ივლისი გალაკტიონმა ჭყვიშში გაატარა.

დამატებითი ინფორმაცია

აგვისტო

აგვისტოში გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის თეატრში გამართულ ლიტერატურულ საღამოში.

დამატებითი ინფორმაცია

13 ნოემბერი

გაზეთი „ახალი ივერია“ იუწყება: „19 ნოემბერს ქალაქის თეატრში გაიმართება სალიტერატურო საღამო ახალგაზრდა მგოსნის გალაკტიონ ტაბიძის სასარგებლოდ. ბატონი ტაბიძე სწავლის გაგრძელებას ფიქრობს და საღამოსაც ამ მიზნით მართავს“.

27 ნოემბერი

ქუთაისის თეატრში გაიმართა გალაკტიონის პირველი სალიტერატურო საღამო.

დამატებითი ინფორმაცია

* * *

გალაკტიონმა მწერალთა ჯგუფთან ერთად სალიტერატურო საღამოები გამართა საქართველოს დაბა-სოფლებში და ქალაქებში.