1 მარტი
გალაკტიონმა გაზეთში „განთიადი“ დაბეჭდა ლექსთა ციკლი „წუთი გრძნობათა“.
31 მარტი
გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის თეატრში გამართულ იოსებ გრიშაშვილის საღამოში.
დამატებითი ინფორმაცია19 მაისი
პაოლო იაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „ოქროს ვერძი“, სადაც დაიბეჭდა გალაკტიონის ლექსები: „ქალი და ხელოვნება“ და „უხილავი“.
16 ივნისი
ჟურნალში „ოქროს ვერძი“ დაიბეჭდა „მე და ღამე“.
ივნისი
ოლია ოკუჯავამ დაამთავრა ქუთაისის ქალთა გიმნაზია და მასწავლებლად დაინიშნა ჭიათურის ქალთა გიმნაზიაში.
25 აგვისტო
გალაკტიონი მონაწილეობდა პრესაში („იმერეთი“, „თემი“, „სახალხო გაზეთი“, „ერი“, „განთიადი“, `კლდე“, და ა. შ.) გამართულ პოლემიკაში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ირგვლივ. შეუერთდა საერთო პროტესტს გაზეთის „განთიადი“ 1913 წლის #20 გამოქვეყნებულ წერილში: „ჩვენ სრულათ ვეთანხმებით გაზეთ „თემის“ წინააღმდეგ მიმართულ მუშათა საპროტესტო წერილების აზრს, ამიტომ ხსენებულ გაზეთში თანამშრომლობას დღეიდან (25 აგვისტოდან) თავს ვანებებთ“.
ოქტომბერი
ხონში გაიმართა გალაკტიონის ორი სალიტერატურო საღამო.
ნოემბერი
მთავრობამ აკრძალა გაზეთი „თანამედროვე ქვეყანა“, რომელიც შეცვალა `სიმართლის ხმამ~. გალაკტიონი გაზეთში ქრონიკიორ-რეპორტიორად მუშაობდა.
* * *
გალაკტიონმა მეორედ განიზრახა ლექსების კრებულის გამოცემა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
* * *
გაზეთში „სიმართლის ხმა“ დაიბეჭდა გალაკტიონის ლექსი „ავგუსტ ბებელის გარდაცვალების გამო“. ცენზურა ლექსიდან იღებს ტაეპებს.
დამატებითი ინფორმაცია* * *
გალაკტიონის ლექსის „გურიის მთები“ გამო ჟანდარმერიამ გაჩხრიკა გაზეთის „განთიადი“ რედაქცია და აკრძალა გაზეთის მთელ ნომერს.
დამატებითი ინფორმაცია* * *
ერთ-ერთი რედაქციის გაჩხრეკის დროს ჟანდარმერიამ წაიღო გალაკტიონის დაუბეჭდავი ლექსების ყუთი.
* * *
გალაკტიონმა, აკაკი წერეთელთან ერთად, იმოგზაურა ქვემო იმერეთში.
* * *
გალაკტიონი მონაწილეობდა სალიტერატურო საღამოებში იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში.