ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

* * *

გალაკტიონი აირჩიეს საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მეექვსე მოწვევის წევრად.

დამატებითი ინფორმაცია

14 მაისი

საბჭოთა პარტიის მიერ  ცალკეული მწერლური ორგანიზაციების გაუქმების შესახებ 23 აპრილის დადგენილების საფუძველზე საქართველოში პროლეტარული მწერლების ბიუროს კონფერენციამ დაშლილად გამოაცხადა ასოციაცია, 16 მაისს ფედერაციის გაფართოებულ სხდომაზე დაშლილად გამოაცხადეს ფედერაცია

„სალიტერატურო გაზეთი“, 1932, #12

ოქტომბრის დასაწყისი

უზბეკეთის გადასახლებიდან დაბრუნდა ოლია ოკუჯავა.

29 ნოემბერი

საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმში ჩამოყალიბდა წითელი არმიის მწერალთა ბიურო, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს გალაკტიონ ტაბიძე.

„სალიტერატურო გაზეთი“ #26

8 დეკემბერი

ცენტრალური სამხედრო წრის დამფუძნებელმა კრებამ დააარსა „ცენტრალური სამხედრო სალიტერატურო წრე“. გალაკტიონი აირჩიეს აკტიურად მომუშავე მწერალთა ბიუროს თავმჯდომარედ. გალაკტიონი დახმარებას უწევდა არმიის საოლქო გაზეთის „წითელარმიელი“ რედაქციას.

დამატებითი ინფორმაცია

12 დეკემბერი

გაზეთ „წითელარმიელში“ #2 დაიბეჭდა გალაკტიონის ლექსი „იდეა“ – „რწმენით იარ, რწმენით იარ, მტკიცე გქონდეს ბიჯი“.

დამატებითი ინფორმაცია

16 დეკემბერი

გალაკტიონის თავმჯდომარეობით ხელოვნების სასახლეში გაიმართა სამხედრო მწერალთა კრება.

დამატებითი ინფორმაცია