ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

12 იანვარი

გალაკტიონი გაემგზავრა ბათუმში.

დამატებითი ინფორმაცია

25 თებერვალი

გალაკტიონი სომხეთში გაემგზავრა.

დამატებითი ინფორმაცია

2 მარტი

ლიტერატურული მოღვაწეობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გალაკტიონი ბათუმში გაემგზავრა.

დამატებითი ინფორმაცია

4 მარტი

გალაკტიონი გემით „საქართველო“ გაემგზავრა სოხუმში.

დამატებითი ინფორმაცია

3 აპრილი

საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა ჟურნალის „მნათობი“ რედაქციის შუამდგომლობით გადაწყვეტილება მიიღო აღინიშნოს გალაკტიონ ტაბიძის ლიტერატურული მოღვაწეობის 25 წლისთავი.

აპრილი

გამომცემლობა „ფედერაციამ“ გამოსაცემად მიიღო გალაკტიონის წიგნი „ოქტომბრის სიმფონია“.

დამატებითი ინფორმაცია

4 ივლისი

გამოქვეყნდა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილება: „საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, იღებს რა მხედველობაში პოეტ გალაკტიონ ტაბიძის ნაყოფიერ სამწერლო-სალიტერატურო მოღვაწეობას ოცდახუთი წლის განმავლობაში, რითაც მან სათანადო სამსახური გაუწია სოციალიზმის მშენებლობას, ადგენს:
1. მიენიჭოს პოეტ გალაკტიონ ტაბიძეს საქართველოს სახალხო მწერლის სახელწოდება.
2. დაევალოს სოცუზრუნველყოფის კომისარიატს უზრუნველჰყოს გ. ტაბიძე პერსონალური პენსიით.
3. დაევალოს მომარაგების სახალხო კომისარიატს უზრუნველჰყოს იგი სპეცმომარაგებით.
4. დაევალოს ჯანმრთელობის კომისარიატს, გაგზავნოს დასასვენებელ კურორტზე მთელი სეზონით.
5. დაევალოს სახელმწიფო გამომცემლობას, გამოსცეს გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა სრული კრებული“.

დამატებითი ინფორმაცია

5 ივლისი

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა გალაკტიონის სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 25 წლის იუბილე.

გაზეთები: „კომუნისტი“ #3 153, 154; 1933 „სალიტერატურო გაზეთი“ #15; 1933 „ახალგაზრდა კომუნისტი“ # 169. 1933

დამატებითი ინფორმაცია

ივლისი

იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა კრებული „გალაკტიონ ტაბიძე 1908_XXV_1933“, რომელშიც დაიბეჭდა: პოეტის ბიოგრაფია, სილოვან ხუნდაძის, შალვა რადიანის, ლევან ასათიანისა და გიორგი ნატროშვილის წერილები.

1 - 10 ოქტომბერი

გაიმართა გალაკტიონის საიუბილეო საღამო ქუთაისში.

დამატებითი ინფორმაცია

ოქტომბერი

საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის – ფილიპე მახარაძის განკარგულებით გალაკტიონს გამოეყო ბინა კომუნალური ბანკის შენობაში, კრილოვის ქუჩაზე #10.

განცხადება ბაქრაძეს ბინა მისცენ II სართულზე
განცხადება ფილიპე მახარაძეს, ალაგმოს მეზობლის თავაშვებული მოქმედება _ 1934

დამატებითი ინფორმაცია

* * *

გამომცემლობებმა „Заря Востока“ და „Закгиз“ გამოსცეს გალაკტიონის რჩეული ლექსების კრებულები რუსულ ენაზე.