ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

22 - 25 იანვარი

პოეტთა ერთმა ჯგუფმა გამოაცხადა კონკურსი პოეტების მეფის ტიტულის მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილე პოეტებმა საგანგებო კომისიას განსახილველად წარუდგინეს ახალი ლექსი და მათგან საუკეთესოს ავტორს კომისიამ მიაკუთვნა პოეტთა მეფის ტიტული (კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ: ალექსანდრე (სანდრო) შანშიაშვილი, იოსებ გრიშაშვილი და ტიციან ტაბიძე. კონკურსში გაიმარჯვა გალაკტიონ ტაბიძემ ლექსისთვის „პოეზია - უპირველეს ყოვლისა!“. გალაკტიონს ხმა მისცეს: ია ეკალაძემ, ირაკლი ყანჩელმა, გრიგოლ ორაგველიძემ, გობრონ აგარელმა, ტერენტი გრანელმა, ალექსანდრე კალანდაძემ, გრიგოლ ზოდელმა, გიონ საგანელმა, არტემ  გაბუნიამ, პოლიო აბრამიამ, მიქელ რაბიანმა, სიმონ ჩიქოვანმა და იოსებ იმედაშვილმა.

გაზეთი „ლაშარი“, ტიციან ტაბიძის ლექსი - „ცხენი ანგელოზით“ და შენიშვნა: „პოეტების მეფის სახელის მოსაპოვებლად წარდგენილი ლექსი, დაწერილი 1921 წელს“.

დამატებითი ინფორმაცია

29 იანვარი

გაზეთის “Борьба“ ქრონიკაში დაიბეჭდა განცხადება: “Избрание короля поэтов. 25 января литературная молодежь Грузии произвела выборы “Короля поэтов“. Пожизненно введен в это почетное звание самый достойный из поэтов – Галактион Табидзе, имеющий громадное влияние на всю современную поэзию Грузии. С конца прошлого столетия избрание короля поэтов применяется во Франции, где первым избранником был Поль Верлэн, вторым Стефан Маллармэ. Поэтический престол после смерти Маллармэ перешел Леону Дирксу, а после смерти Диркса, королем поэтов был избран Поль Фар, символист. Галактион Табидзе был избран единогласно. Присутствующие, молодые поэты устроили ему шумную овацию“.

2 თებერვალი

გაზეთ “Борьба“-ს ქრონიკაში, მწერალთა კავშირის მოთხოვნით, დაიბეჭდა განცხადება: „От редакции. Редакция выражает сожеление, что в номере от 29 января, в отделе хроники по недосмотру прошло сообщение: “Избрание короля поэтов“. Известие это, как нам сообщают из Союза Писателей, не соответствует действительности“.

15 თებერვალი

საქართველოში შემოიჭრა საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმია.



დამატებითი ინფორმაცია

26 თებერვალი

საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა და საქართველოს რევკომმა მიიღეს დადგენილება, ქართველ მწერლებსა და ხელოვნების მუშაკებს გადასცემოდათ კომერსანტ აკაკი ხოშტარიას (დავით სარაჯიშვილისეული, 1905 წელს არქიტექტორ ნ. ტატიშჩევის პროექტით აშენებული) სახლი სერგიევის (1922 წლიდან ივანე მაჩაბლის) ქუჩაზე (#13) მთელი ქონებით და ბაღით.

გაზეთი „კომუნისტი“, #12

1 მარტი

გალაკტიონი ხელოვნების სასახლეში დაბინავდა.

დამატებითი ინფორმაცია

16 მარტი

გაზეთში „პრავდა გრუზიი“ სერგო ორჯონიკიძემ გამოაქვეყნა მუქარის წერილი: „მე მინდა, გავაფრთხილო ქართველი ინტელიგენცია, რომ მან არ გაიმეოროს სამწუხარო გამოცდილება რუსეთის ინტელიგენციისა. მხოლოდ ხანგრძლივი საბოტაჟის შემდეგ, რომელსაც ახლდა მძიმე შედეგები ქვეყნისათვის,  იგი დარწმუნდა, რომ საბჭოთა რუსეთის გარეთ არ არის ხსნა და მოვიდა საბჭოთა ხელისუფლებასთან სამუშაოდ. ქართველმა ინტელიგენციამ თავის თავს უნდა უთხრას: ძველი მენშევიკური საქართველო მოკვდა. გაუმარჯოს მუშურ-გლეხურ საქართველოს! ასეთი ინტელიგენციისათვის ყველა კარი ღიაა. თუ ინტელიგენცია წავა საბოტაჟის, საიდუმლო შეთქმულების და აჯანყების გზით, ჩვენ მისთვის არ გვექნება სხვა ენა, გარდა ტყვიისა“.

8 აპრილი

აირჩიეს ქართველი ხელოვნების მოღვაწეთა მთავარი კომიტეტი.

გაზეთი “კომუნისტი“, 1921 წ. # 36

20 აპრილი

გალაკტიონმა გაანადგურა თავისი არქივი.

დამატებითი ინფორმაცია

21 აპრილი

„მე წინადადება მომცენ მონაწილეობა მივიღო შვიდი მაისის გაზეთში. ვამზადებ ყუმბარას: მანიфესტს: იქნება აფეთქება. შალვა კარმელმა მითხრა:  მე თქვენზე სულ სხვა წარმოდგენის ვიყავი: მეგონეთ ვიღაცა ყაჩაღი და აღმოჩნდით ძალიან და მეტად მშვიდობიანიო. ცოტათი ახლოა ყოველივე ეს სიმართლესთან: ეს მან სთქვა იმის გამო, რომ სურთ მწერლებს ბინა წამართვან და მე კი არაფერს ვამბობ. ობოლი მუშა ძალიან სიმპატიური ადამიანია. ტიციანი რაღაც იდუმალად მეუბნება: არ შეიძლება ამდენი ხნის ჩვენი ბოიკოტიო. მართლაც, დროა გამოსვლის!“

დამატებითი ინფორმაცია

12 ივნისი

სახელმწიფო ოპერის თეატრში გაიმართა გალაკტიონის პოეზიის საღამო: „საღამოში სხვადასხვა სახით მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლებმა. მოხსენება „გალაკტიონ ტაბიძის პოეზია“ გააკეთა ალექსანდრე წერეთელმა. ახალი ლექსებით, ნოველებით და სიტყვებით გამოვიდა თბილისში მყოფი თითქმის ყველა მწერალი... პოეტის ლექსები წაიკითხეს სახელმწიფო დრამის თეატრის მსახიობებმა. წაკითხულ იქნა ლექსები I და II წიგნებიდან (მერი, მთაწმინდის მთვარე, ლურჯა ცხენები, მე და ღამე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ხსოვნას, რევოლუცია, პოეტების მეფედ გამოცხადების გამო და სხვა). თვითონ პოეტმა წაიკითხა თავისი ლექსები... ცოცხალ სურათად დაიდგა გალაკტიონ ტაბიძის რამდენიმე ლექსი. ამ დღეს უფასოდ დარიგდა ეგზემპლიარები პოეტის უკანასკნელი წიგნისა“.

გაზეთი „კომუნისტი“ #81

დამატებითი ინფორმაცია

7 აგვისტო

გარდაიცვალა ალექსანდრ ბლოკი. გალაკტიონმა უძღვნა ლექსები: „აღარ არის მენესტრელი“, „* * * მან მოიტაცა ველები თოვლის...“.

დამატებითი ინფორმაცია

21 აგვისტო

საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე გალაკტიონ ტაბიძე აირჩიეს ძველი და თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედების გამოცემათა კოლეგიის წევრად.

18 სექტემბერი

ბოლშევიკების შემოსვლიდან ნახევარი წლის შემდეგ, კათოლიკოსმა ამბროსი ხელაიამ დაღუპულთა პანაშვიდი და წირვა გადაიხადა. ერისკაცთაგან სიტყვები წარმოთქვეს გალაკტიონმა და კონსტანტინე გამსახურდიამ.

12 ოქტომბერი

საქართველოს მწერალთა კონფერენციაზე გალაკტიონ ტაბიძე აირჩიეს მწერალთა კავშირის ახალშექმნილი გამგეობის საბჭოს წევრად.

21 ოქტომბერი

საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე გალაკტიონი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა.

გალაკტიონმა მწერალთა კავშირში დააარსა ლიტერატურული წრე, რომელიც იკრიბებოდა ხუთშაბათობით. წევრები იყვნენ: ნიკო გერგესელი, იროდიონ ქავჟარაძე, ალექსანდრე ჭყონია, იოსებ ჭარელაშვილი (თუში), სეზმან ერთაწმინდელი, ირაკლი ყანჩელი და გობრონ აგარელი.

21 ნოემბერი

საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე გალაკტიონ ტაბიძე აირჩიეს ყოველთვიური ჟურნალის „ლომისის“ სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარედ.