ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

იანვარი

ჟურნალ „განთიადის“ ფურცლებზე (#8, გვ. 2) დაიბეჭდა გალაკტიონის ლექსები: „არ დაბრუნება“, „მერი“, „გზაში“, „* * * ო, დღეს შემოდგომაა...“.

დამატებითი ინფორმაცია

იანვარი

იანვარში გაზეთ „შადრევანში“ #5 დაიბეჭდა მიხეილ წულუკიძის კრიტიკული სტატია გალაკტიონის შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია

30 იანვარი

ჟურნალში „განთიადი“ (1915, #13) გამოქვეყნდა ლექსი „აკაკის გარდაცვალების გამო“.

დამატებითი ინფორმაცია

2 თებერვალი

გაზეთი „შადრევანი“ (#7): „თბილისის კომიტეტმა გადაწყვიტა საჩხერეში გააგზავნოს აკაკის ცხედრის პატივსაცემად და ცოცხალ ყვავილებით შესამკობლათ ახალგაზრდა მგოსნები: ს. აბაშელი, ა. შანშიაშვილი, გ. ქუჩიშვილი და ი. გრიშაშვილი. აგრეთვე მიმართა ქუთაისის კომიტეტს, მათაც გამოგზავნონ ამ მიზნით ვ. რუხაძე და გ. ტაბიძე“.

4 თებერვალი

გალაკტიონი, როგორც მწერალთა დელეგატი, ესწრება პოეტის გამოსვენებას საჩხერედან.

* * *

ქუთაისის საქალაქო მმართველობამ მოაწყო აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამოქალაქო პანაშვიდი, სადაც გალაკტიონმა წაიკითხა ლექსი „აკაკის ლანდი“, რომელიც გაზეთ „ახალ კვალში“ (1915, #1) გამოქვეყნდა.

დამატებითი ინფორმაცია

აპრილი

გალაკტიონი ცდილობს მოსკოვში სწავლის გასაგრძელებლად შინიავსკის სარეჟისორო კურსებზე სტიპენდიის მოპოვებას.

დამატებითი ინფორმაცია

ივნისი–ივლისი

ზაფხული გალაკტიონმა ბაკურიანში გაატარა. აქ შექმნა მან ლექსების ციკლი „თეთრი ლანდებით“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში „ახალ ცისკარი“ (1916 წელს, #1, 84-85).

დამატებითი ინფორმაცია

* * *

ჟურნალებში: „განთიადი“, „თეატრი და ცხოვრება“; გაზეთებში: „თანამედროვე აზრი“, „ახალი კვალი“, „სამშობლო“, დაიბეჭდა გალაკტიონის ლექსები: „რა სევდიან ნანას ამბობს ქარი“, „* * * მიყვარდა ჰანგი გრძნობით გამთბარი...“, „ვაგნერი“, „შენ ზღვის პირად“, „ფანტაზია“, „ყვითელი ფოთოლი“, „ბედისწერა“, „ატმის ყვავილები“, „პრიმიტივი“, „აკაკის ლანდი“.
 წერს ლექსებს: „ლურჯა ცხენები“, „მთაწმინდის მთვარე“ და სხვა.

დამატებითი ინფორმაცია

* * *

გაზეთ „სამშობლოში“ (#24) „გ“-ს ხელმოწერით იბეჭდება გალაკტიონის ბიბლიოგრაფიული ცნობა „ჯ. ჯორჯიკია“. ამავე გაზეთში „ახალი მწიგნობრის“ ხელმოწერით მან მოათავსა რეცენზია ჯაჯუ ჯორჯიკიას თხზულებათა პირველ ტომზე.

20 სექტემბერი

ქუთაისის თეატრში გაიმართა გალაკტიონის შემოქმედებითი საღამო „საქართველოს ყვავილები“.

სექტემბერი

სექტემბრის ბოლოს ქუთაისს ეწვია „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ ენაზე პირველი მთარგმნელი კონსტანტინ ბალმონტი, რომელმაც ქუთაისის საზოგადოებას გააცნო და წაუკითხა რუსთაველის პოემის თარგმანი.

დამატებითი ინფორმაცია

23 ნოემბერი

23 ნოემბერს ჩატარდა გალაკტიონის სალიტერატურო საღამო, სადაც მან პირველად წაიკითხა ლექსები „ლურჯა ცხენები“ და „მთაწმინდის მთვარე“.

დამატებითი ინფორმაცია