2 აპრილი
სოხუმში გაიმართა გალაკტიონისადმი მიძღვნილი დიდი საღამო ექვს ნაწილად. დაიბეჭდა სპეციალური პროგრამა-მოსაწვევი, რომელსაც წინ უძღოდა წერილი პოეტის ღვაწლის შეფასებით ახალი ქართული პოეზიის წინაშე. სოხუმის ახალგაზრდობამ გალაკტიონს მიართვა ოქროს ჩანგი წარწერით: „გალაკტიონს, პოეტების მეფეს“.
აპრილი
დაარსდა ლიტერატურული გაერთიანება „არიფიონი“, რომლის წევრები იყვნენ: გალაკტიონ ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, შალვა დადიანი, კონსტანტინე კაპანელი, ლევან მეტრეველი, ილო მოსაშვილი, დავით სულიაშვილი, პეტრე ქავთარაძე, იოსებ ტატიშვილი, პეტრე ქავთარაძე, ლეო ქიაჩელი, გერონტი ქიქოძე, სანდრო შანშიაშვილი, კონსტანტინე ჭიჭინაძე, მიხეილ ჯავახიშვილი. 1928 წელს გამოსცეს ალმანახი „არიფიონი“. გალაკტიონს არაფერი დაუბეჭდავს ალმანახში.
დამატებითი ინფორმაციააპრილი
სახელგამმა 2500 ტირაჟით გამოსცა გალაკტიონის ლექსების დიდი კრებული - „ზარნიშიანი წიგნი“, კირილ ზდანევიჩის ყდით.
დამატებითი ინფორმაციამაისი
ლექსების კრებულის გამოცემის შემდეგ ქუთაისში გაიმართა გალაკტიონის საღამოები. ქუთაისის შემდეგ 20 დღის მანძილზე გალაკტიონმა დასავლეთ საქართველოს სხვა ადგილებიც მოინახულა.
გაზეთი „სოფლის ცხოვრება“ 1969, N 236-243
ივნისი
გამოიცა სალიტერატურო ბიულეტენი „გალაკტიონი-27-ტფილისი“, რომელშიც, ახალი წიგნის გამოსვლის გამო, დაიბეჭდა გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლექსები და წერილები.
დამატებითი ინფორმაცია26 ივნისი
26 ივნისი - ქართულ კლუბში გაიმართა გალაკტიონის საღამო.