16 იანვარი
საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, სტალინური პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილ იქნა გალაკტიონ ტაბიძე 1953 წელს გამოცემული რუსული კრებულისთვის.
* * *
სახელგამმა გამოსცა გალაკტიონის „რჩეული“ ლექსები.
თებერვალი - მარტი
გალაკტიონი საავადმყოფოში იწვა.
17 მარტი
სამხრეთ ოსეთის სახელგამმა გამოსცა გალაკტიონის წიგნი.
3 ივლისი
გალაკტიონი სიტყვით გამოვიდა საქართველოს მწერალთა IV ყრილობაზე.
დამატებითი ინფორმაცია18 ოქტომბერი
გაიმართა გალაკტიონის სალიტერატურო საღამო რუსთაველის თეატრში.
1 დეკემბერი
მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტში გაიმართა გალაკტიონის საღამო.
15 - 26 დეკემბერი
მოსკოვში გაიმართა საკავშირო მწერალთა მეორე ყრილობა, დელეგატთა შორის იყო გალაკტიონი.
დამატებითი ინფორმაცია