ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

* * *

გამომცემლობამ „Художественная Литература“ გამოსცა გალაკტიონის წიგნი „Стихи и поэмы“ (სოფია ხითაროვას რედაქტორობით).

დამატებითი ინფორმაცია

21 - 31 მარტი

გალაკტიონზე მოსკოვში ჩატარდა ქართული კულტურისა და ხელოვნების დეკადა.

დამატებითი ინფორმაცია

22 მარტი

გალაკტიონი პირველი გამოვიდა დეკადაზე და წაიკითხა ქართულად ლექსი „დეკადის დროშებით“.

დამატებითი ინფორმაცია

17 აპრილი

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით გალაკტიონი დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით.

დამატებითი ინფორმაცია

10 მაისი

გაიმართა გალაკტიონის საღამო რუსთავის მეტალურგთა კულტურის სასახლეში.

30 ივნისი

გაიმართა გალაკტიონის საღამო მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში.

12 ივლისი

მწერალთა კავშირმა მიმართა სამხატვრო გალერეის დირექტორს მ. თოფურიას გალაკტიონის ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენის მოწყობის თაობაზე.

19 ივლისი

მწერალთა კავშირმა მიმართა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს - ვანო კაკაბაძეს გალაკტიონის ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენის მოწყობის თაობაზე.

დამატებითი ინფორმაცია

25 ოქტომბერი

საქართველოს მწერალთა კავშირმა მიმართა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს, გალაკტიონის ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავის აღსანიშნავად, ლერმონტოვის ქუჩის N15 კომუნალურ სახლს დაშენებოდა მეორე სართული საგამოფენო პავილიონის მოსაწყობად.

29 დეკემბერი

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა გალაკტიონის შემოქმედებითი მოღვაწეობის 50 წლისთავის აღსანიშნავი საღამო.