20 თებერვალი
გალაკტიონი დედის მძიმე ავადმყოფობის გამო სოფელში გაემგზავრა.
25 თებერვალი
გარდაიცვალა გალაკტიონის დედა.
1 - 29 აპრილი
გალაკტიონი მკურნალობდა ფიზიოთერაპიის ინსტიტუტში.
დამატებითი ინფორმაციამაისი
გალაკტიონი ოლიასთან ერთად ისვენებს წყალტუბოში.
დამატებითი ინფორმაცია4 ივნისი
საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობამ მიმართა საკავშირო მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარეს ალექსანდრ შჩერბაკოვს რევოლუციონერ მწერალთა საერთაშორისო კონგრესზე გალაკტიონ ტაბიძის მივლინებასთან დაკავშირებით.
მოისმინეს გალაკტიონის კონგრესზე წარმოსათქმელი სიტყვა.
4 ივნისი
გალაკტიონი გაემგზავრა პარიზში კულტურის დაცვის ანტიფაშისტურ მსოფლიო კონგრესზე, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ 35 ქვეყნის მეცნიერები, მწერლები, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები.
დამატებითი ინფორმაცია25 ივნისი
პარიზში კულტურის დაცვის ანტიფაშისტურ მსოფლიო კონგრესის საღამოს სხდომაზე გალაკტიონმა სიტყვა წარმოსთქვა. მოგზაურობის შთაბეჭდილებები პოეტმა გადმოსცა დიდ ციკლში „რას იპოვი იქ, საზღვარგარეთ“ („შორი გზები მოვიარე“), რომელიც პირველად თხზულებათა III ტომში გამოაქვეყნა 1940 წელს.
დამატებითი ინფორმაცია6 ივნისი
თავი მოიკლა თბილისში მცხოვრებმა უკრაინელმა პოეტმა, გალაკტიონის ლექსებისა და „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელმა პანტელეიმონ პეტრენკომ.
დამატებითი ინფორმაცია4 აგვისტო
გალაკტიონი დაბრუნდა პარიზიდან.
დამატებითი ინფორმაცია10 სექტემბერი
გალაკტიონმა მწერალთა სასახლეში წაიკითხა საანგარიშო მოხსენება მსოფლიო კონგრესის მუშაობის შესახებ.
დამატებითი ინფორმაცია20 ოქტომბერი
ფრანგულ ჟურნალში “La literatur internationale" (#2, 1935 წელი, 20/XI) დაიბეჭდა წერილი გალაკტიონზე.
დამატებითი ინფორმაცია2 ნოემბერი
გაიმართა გალაკტიონის საღამო საგარეჯოში.
დამატებითი ინფორმაციანოემბრის დასაწყისი
გამომცემლობამ “Закгиз“ გამოსცა გალაკტიონის ლექსები და პოემები რუსულად (“Стихи и поэмы“).
დამატებითი ინფორმაციანოემბრის ბოლო
„სახელგამმა“ გამოსცა გალაკტიონის თხზულებების II ტომი.