1933

4 ივლისი

გამოქვეყნდა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილება: „საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, იღებს რა მხედველობაში პოეტ გალაკტიონ ტაბიძის ნაყოფიერ სამწერლო-სალიტერატურო მოღვაწეობას ოცდახუთი წლის განმავლობაში, რითაც მან სათანადო სამსახური გაუწია სოციალიზმის მშენებლობას, ადგენს:
1. მიენიჭოს პოეტ გალაკტიონ ტაბიძეს საქართველოს სახალხო მწერლის სახელწოდება.
2. დაევალოს სოცუზრუნველყოფის კომისარიატს უზრუნველჰყოს გ. ტაბიძე პერსონალური პენსიით.
3. დაევალოს მომარაგების სახალხო კომისარიატს უზრუნველჰყოს იგი სპეცმომარაგებით.
4. დაევალოს ჯანმრთელობის კომისარიატს, გაგზავნოს დასასვენებელ კურორტზე მთელი სეზონით.
5. დაევალოს სახელმწიფო გამომცემლობას, გამოსცეს გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა სრული კრებული“.