შუალედი - დან - მდე
 
 


გილბერთ კით ჩესტერტონ


 * * * 

ჭაობიან ქალაქში, სადაც ყველა მკვდარია,
პარლამენტი ჰკითხულობს: შინ მიდიხარ თუ არა,
სდუმს სახლი და ტაძარი: შინ ვის მიუხარია,
თუ სიკვდილმა მთელ ქალაქს თავზე გადაუარა?
მაგრამ მკვდრები იგრძნობენ, მკვდრებიც წამოდგებიან,
და წამოვლენ, წამოვლენ, როგორც ზღვა ან კალია;
იგი მამა და პაპა, პაპის პაპა, ბებია,
ყველა გამძაფრებული რისხვა და გრიგალია.
ჰეი, მკვდრეთით აღმდგარნო, შინ მიდიხართ თუ არა?
ჰერალდო და მებუკევ, შინ მიდიხართ თუ არა?
მომყეთ! ვისაც იმედის შუქი ეალუბლება
და სწყურია უფლება. შინ მიდიხართ თუ არა?

24 დეკ., 1931