შუალედი - დან - მდე
 
 


შელლი


სტანსები

იარე! ბინდით მირინდდა ჭალა. მთვარეში შავი შრიალებს ჩალა,
ჩამავალ მზეთა უკანასკნელი და სევდიანი მზე ჩაიშალა.
იდუმალებამ დაფარა შარა. ვიცით? გავიგებთ. ვიგრძენით? არა!
არა და არა. არა და არა. ისევ ძველი გზით იარე, კმარა.
თუ განშორება გეწვიოს ავი, შენ მწუხარებას არ მისცე თავი.
არ დაგინახო თვალებზე ცრემლი და არც სახეზე ღრუბელი შავი.
აქვითინების დრო მერე მოვა. დამშვიდდი, მაინც ახლოა გლოვა.
რაც დაიღუპა, არ დაბრუნდება. რაც დაიკარგა, ის აღარ მოვა.
ყრუ მარტოობის მდუმარე თარგი, შემოვა სახლში ავი და ბარგი -
შენს სასთუმალთან აჩრდილი იგი დადგება, როგორც ნაცნობი კარგი.
და მოგონება მომწამვლელ ნამით დაეჯახება შენს კარებს ღამით.
და მწუხარება განუკურნელი აქვითინდება გესლით და შხამით.
შუაღამისას მიწვება ბური, მთაც დაისვენებს, დაცხრება შური.
ნიავი შესწყვეტს აბუტბუტებას. ძილს მიეცემა ბარი და ველი.
დაცხრება ქარის მწუხარე მესსა. მახლობელი ზღვის მიწყდება კვნესა.
რაც შფოთავს, კვნესის, გრიალებს და სწუხს, ვინც ქარიშხალი გრიგალში ლესა.