შუალედი - დან - მდე
 
 


იგორ სევერიანინ


პოეზია გახელილი თვალების

                          
ძვირფას ლავრენტის -
                                                    მომენტალური თარგმანი
                                                   მისთვის საყვარელი ლექსის

ქნარიანდება ქარი, შორიანდება ნარვა,
ლილიანდება ზვირთი ოქრომკედული ზღვაზე.
სულო, მღერალო აფრა, სულო, მზიანო ქარვა,
სად ეშურები ასე, რამ აგაღელვა ასე?

მე ცოცხალი ვარ ისევ, მოწყენილობა გაქრა,
თითქო რაღაცა მინდა, თითქო ვიღაცას ველი.
რასმეს ახალს და უცხოს სულმა ბოროტად გაკრა,
სულმა უარყო მტრობა და მაცდურება ძველი.

წინად შეცდომა იყო. არარა იყო წინად
მარტო სირცხვილის სახედ, და სიმახინჯის ზოლად,
მე მომავალი მიჩანს მარგალიტების ბრწყინვად
და დღეს აწმყოში ბედის გადატეხაა მხოლოდ.

ახ, ამიტომაც ასე ქნარიანდება ქარი,
შორიანდება ნარვა. მზე ეხუჭება ჭალებს.
ახ, ამიტომაც ჭექდეს გამოცდილების ზარი,
შორისს მე ეხლა ვხედავ, მე ეხლა ვახელ თვალებს.

ტფილისი, 1922, 9 აგვისტო