შუალედი - დან - მდე
 
 


ჯორჯ გორდონ ბაირონ


კოლიზეიში

მანფრედის მონოლოგი

ვარსკვლავნი თრთიან.. მთვარე დასცურავს
ნათელ-გაშლილი და მოკამკამე,
მთები ბრწყინავენ.. ვიშ ამ შვენებას..
მიყვარს მე ეს მთა.. მიყვარს ეს ღამე!
მე ღამის სახეს უფრო მივსწვდები,
ვინემ კაცისას, როცა ნარნარი
ღამე ირთვება სილამაზითა,
მესმის სხვა ქვეყნის ძახილი წყნარი.

ამგვარი იყო, მახსოვს, ის ღამე,
ვმოგზაურობდი სიყმაწვილის დროს,
მოვხვდი როგორღაც კოლიზეიში
და თვალს ვავლებდი რომს უსაუბროს.
ნანგრევთა შორის ხეთა აჩრდილი
ლურჯ ღამის ბსკერში იკარგებოდა,
ოდნავ არხევდა იმათ ნიავი
და ვარსკვლავთ გუნდა სხივად დნებოდა.
ტიბრის იქიდან ძაღლების ყეფა
ნაწყვეტ-ნაწყვეტად მიმოისმოდა
და სასახლიდან მიკიოტის ხმა
განუწყვეტელად ჰაერში თრთოდა.
როს თბილი სიო დაიქროლებდა,
ამ დროს ისმოდა შორი სიმღერა,
ალბათ გუშაგი მღეროდა სადმე.

1910-იანი წლები