შუალედი - დან - მდე
 
 


ვალერი ბრიუსოვ


ბოტტიჩელი

მითხარი, ბედო: თამაშს თუ ბრძოლას
უნდები დროთა ცქერით გართული?
ბრბო მიუსიე სავანაროლლას,
ჯვარების დარად ხელ-აღმართული.

შენი ნებით თუ ქადაგით მწველი
ხმით, რომ ისმოდა ჰაერში ავად
გააჩაღებდა ცეცხლს ბოტტიჩელი,
თვის შედევრების გადასაწვავად.

შენ გსურდა იქნებ: შიშველ ვენერას
დენოდა ცრემლი, ნელი და შავი,
ბრბო უნდებოდა საოცარ ცქერას
და ხარხარება იყო მტანჯავი.

განა შენა ქმენ რომ ალორენციას
კვამლი გახადე მარადის კაჟად,
მარადის ტატოდ აამღერე ის
და უბედური დროის რიჟრაჟად.

იცოდეს ყველამ, რომ სილამაზე
ადგას ყოველთვის იდუმალ ნეტარს,
კამანესსათი შორეულ ველებს
და რემბრანდტებით - იესოს ცხედარს.