შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 45


დღეგრძელობა დ კარგად ყოფნა ნინასა და გალაკტიონს!

სალამი სამტრედიიდან. გუშინ ჩამოვედი თბილისიდან. ვიცდიდი: შეიძლება ჩამოვიდნენ-მეთქი. სჩანს, კიდევ რჩებით და ეს ჩემთვის დიდად გასახარელია: დაისვენებთ და ახალი ენერგიითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდებით თბილისში. ეს ხომ ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა.
25/VIII მე თბილისში ვიქნები.
წერილი მოიწერე: სამტრედიით – ვანის რაიონი, სოფელი ჭყვიში. მასწავლებელ პროკლე ტაბიძეს.
უმარკოთ ვაგზავნი წერილს – უფრო მოგივათ.
სალამი ტატიანასაგან. ის სამტრედიაშია. ბავშვები ჭყვიშში. ჩვენც, აი, ეს არის მივდივართ სოფელში.

11. VIII. [1940-იანი წლები]