შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 35


ძმაო გალაქტიონ!

გისურვებ კარგად ყოფნას და მუდამ გამარჯვებას.
ჩვენ გვარიანად ვართ. ყველანი სამტრედიაში ვცხოვრობთ. მომბეზრდა მეც განმარტოებით ცხოვრება. აწი ხომ ბავშიც არა ვარ.. დავიღალე.. მივატოვეთ ჭყვიში.. სახლიც და აქ მოვიყარეთ თავი...
ახლა საკითხი ასე დგას. ეზო გაზომილია. ნაწილი დაგვიტოვეს, ნაწილი კი (აღმოსავლეთით, სახლი რომ იდგა იმ კუთხიდან) კოლექტივმა გადაიზომა; აწი, რაკი ტატიანა წამოვიდა, ვფიქრობ სავსებით ჩამოგვართმევენ.
ჯერ-ჯერობით არ მინდოდა, სავსებით ამოგვეხოცა ფეხი სოფლიდან. კრამიტით გადავხურე... ოთხი ათას მანეთამდე დაგვიჯდა და ახლა არ ვიცი, როგორ მოვიქცეთ... შენგან გარკვეული აზრია საჭირო. მომწერე ყველაფერი. ჯერ-ჯერობით საჭირო იქნება, ეს განცხადება შეიტანო, რომ ეზო დაგვიტოვონ.
ტატიანამ რომ გთხოვა, რა გაიგე იმ საქმის, იყავი თუ არა? (ორჯონიკიძის რაიონი, რუსთაველის ძეგლის გვერდით პროკურატურა – პროკურორი კოხრეიძე).
მოკითხვა ოლიას.
მოგიკითხეს დიდი სიყვარულით ჩვენებმა.

აბესალომი

1940 წ., 2/XII