შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 18


სალამი გალაქტიონს!

როგორა ხარ? რაა მიზეზი, რომ არც ჩამოდი და არც წერილს არ იწერები.
გაიგებდი უთუოდ, რომ მე ცოლი შევირთე. ქალი მასწავლებლობს ჩვენს სკოლაში ბაღდავაძის ადგილზე, ეს უკანასკნელი (ბაღ.) თავის საკუთარ სოფელშია გადაყვანილი.
მე ერთი თვის წინად თბილისში ვიყავი; შენ ბევრი გეძებე, მაგრამ ვერსად გიპოვნე: შენ მისამართს ხომ ვერავინ გაიგებს, შემდეგ წერილი დავტოვე ოლიასთან: გთხოვდი, ჩამოსულიყავი, მაგრამ ჩემს წერილისათვის ყურადღება სრულებით არ მიგიქცევია. რა უყოთ!
ჩვენ კარგათა ვართ. ბუხრები გავაკეთე, შენ ხომ სულ ამაზე მისაყვედურებდი. დედა გეხვეწება, უსათუოდ ჩამოხვიდე. გელით აუცილებლათ.
მოკითხვა ოლიას.
გულწრფელი სალამი თქვენი უცნობ რძლისაგანაც.

აბესალომი

თუ მალე არ ჩამოდიხარ, წერილი მაინც დაწვრილებით მომწერე, მაცნობე, როგორ ხართ, და როგორია თქვენი ეკონომიური მდგომარეობაც.

25/I. 1929 წ.