შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 17


გალაქტიონ!

მუდამ გამარჯვებული ხარ და აწიც გამარჯვებული იქნები!
შენ – დარწმუნებული ვარ – გაიმარჯვებ ჩვენ მტერზეც! (ღვინოზე). ოღონდ შენ მოისურვე, ოღონდ შენ ეს (დედამ რომ იცის, ისე) „გულში ამოიოჭე“.
ყოველ დღე გამონახე სერიოზული საქმე – ან წიგნის კითხვა, ან ლექსის დაწერა, ან კინოფილმი და სხ... არც ერთ კრებაზე ან საღამოზე დალეული არ წახვიდე...
გაუმარჯოს ასჯერ და ათიათასჯერ ჩვენ გალაქტიონს!

ოლია!

ძალიან ბევრი საქმე გაწუხებს. სამსახურის, ოჯახის და სხვა. მაგრამ რაკი „ბედმა“ ასეთ დიდ კაცთან შეგაერთა, უნდა იზრუნო და ცხოვრების გზა შეუმსუბუქო. წვრილმან რაიმეზე მაგისი გონება ვერ ჩერდება, მაგის ნერვებზე ცოტაც კი მოქმედობს და ნუ გავამტყუნებთ – თუ მაინც და მაინც ჩვენზე ბევრს არ ფიქრობს. პატარა ხნის შემდეგ, აგარაკიდან რომ დაბრუნდება, ისევ ის კარგი ხასიათის გალაქტიონი იქნება. დასვენება საჭიროა.
იყავით კარგათ.
დრო აუცილებლად გამონახეთ აგვისტოს უკანასკნელ რიცხვებში და ჩვენთან ჩამოდით.

აბესალომი

27. VII. [1928]

დღეს გალაქტიონი მწერალთა სასახლეში იქნება 7 საათზე.