ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 14
ძმაო გალაქტიონ!
ეს მეორე წერილია, რომ ვწერ. პირველი სახელგამის [კ. მიწიშვილის] სახელზე გამოვაგზავნე შენდა გადმოსაცემად. ან ერთს მიიღებ ან მეორეს.
კაცო, რა დაგიშავე, რომ ასე მატყუებ? თითქო მპირდებოდი – უსათუოდ დაგეხმარებიო. სადაა მერე? – ყველაფერი ეს დაივიწყე და წერილსაც კი არა მწერ, რომ გარკვეულ გზაზე დავადგე. საჩქაროთ მომწერე პასუხი და გამომიგზავნე, რამდენიც გექნება, თუ არა და მომწერე მაინც, გავყიდო სახლი თუ არა? ვალი მაქვს ათას მანეთამდე და თუ რაიმე არ გავყიდე, როგორ იქნება?
თუ მოახერხო, ჩამოდი. შვიდი წელიწადია, რაც სახლზე ხარ მოშორებული და ერთხელაც არ ჩამოსულხარ. ვგონებ, რომ ყველანი დავწყდეთ, მაშინაც არ იფიქრებ, აქეთკენ პირი ქნა?
შენი მისამართი მომწერე – ამბობენ, ოკუჯავებისას არ არისო; მე კი ძველი ადრესი მქონდა და იმ მისამართით გწერდი წერილებს.
31 მაისი, 1927 წ.