შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 9


გალაქტიონ!

გამაგებინე, თუ ძმა ხარ, რაშია საქმე? არც წერილი, არც არავითარი ამბავი, ჩამოსვლას ხომ არ ფიქრობ – არა და არა. თუ არ დავიხოცეთ, მე მგონია, არ იფიქრებ ჩამოსვლას. მაშინ კი გინდ მოდი და გინდ არა?
ოთხი წელიწადი... ეს ხომ დიდი დროა და ამ ხნის განმვლობაში, ერთხელაც არ გადმოიხედე ჩვენსკენ.
წერილი მოგწერე – ესებას გამოვატანეთ – გწერდი: თუ სამგზავრო არა გაქვს, მაცნობე და გამოგიგზავნი-თქო, ანდა ისესხე და შემდეგ აქედან გაგატან-თქო.
ნეტა ვიცოდე, როგორ ცხოვრობ? წერით არაფერია გაზეთებში. ისე მიჩუმებული ხარ... მსახურებ იქნებ სადმე? ოხ! როგორ გვაინტერესებს ყველაფერი...
ჩვენ ვცხოვრობთ, როგორც არის. დედა ცოტა სუსტათაა. გელის მოუთმენელად.
მარკას ვდებ წერილში. იქნებ მაშინ გაგახსენდეს მოწერა.

აბ. ტაბიძე

15. V. 1924 წ.