ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 8
ძმაო გალაქტიონ!
ამ წერილს საჩქაროდ გწერ.
ჩვენ ადგილები გაგვიზომეს და ნახევარ ნორმას გვაძლევენ, როგორც მოსამსახურეს. შენ, რასაკვირველია, ჩათვლილი ხარ, როგორც ორი სული (როგორც ცოლიანი) და არა ცალკე მოსახლე; მაგრამ შენ შეგიძლია მოითხოვო, რომ ჩაგთვალონ ცალკე მოსახლეთ იმ ანგარიშით, თითქო დედა შენს მზრუნველობის ქვეშ იყოს და ან საეზოვე ან ნახევარი ნორმა მაინც მოითხოვო უკიდურეს შემთხვევაში. ასე მოახერხე მანდ და გამოაგზავნე ქაღალდი, რომ შენ ნორმა დაგიტოვონ ჩემს გარეშე, ან ნახევარი ნორმა ან საეზოვე მაინც უკიდურეს შემთხვევაში, თორემ ერთ ქცევა ადგილამდე მაინც ჩამოგვართმევენ და რატომ უნდა მოვიქცეთ ასე.
საჩქაროთ წერილი და ასეთი ქაღალდი – თუ ჩამოხვიდე: წამოიღე გამონაცვალი ტანისამოსი, გექნება.. ბიჭი გვყავს და გამოგვადგება.
ჩვენ კარგათა ვართ.
აბესალომი
P. S. შენი ჟურნალის მისამართით გამოვაგზავნე წინეთ წერილი და ორი პატარა ესკიზი. მიიღე თუ არა, არ ვიცი..
1923 წ., 2 მაისი