შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 2


ძვირფასო ძმაო გალაქტიონ!

პ-დ ვისურვებ შენს კარგათ ყოფნას. სხვა მე კარგათა ვარ. შენი ამბავი, რომ „კოლხიდის“ რედაქციაში ადგილი გიშოვია, გავიგე, მაგრამ ის კი მაკვირვებს, ნუ თუ შარშანდელურათ იქცევი. ერთი წელიწადი ისთე გავიდა, თუ რა გქონდა ჯამაგირი და ან რა გეხარჯებოდა, არ ვიცოდი. სხვა, მე ინსტიტუტში ვიყავი და ყოველივე გავიგე. „В год призыва не принимаются“ და შენ ხომ წელს ხარ გაწერილი. საგნები კი მაინც და მაინც არ არის ძნელი და მომზადებაც შენ არ გაგიჭირდება, მაგრამ ამ ორ წელიწადში არ მიგიღებენ. ისევ შენ სემინარიისათვის უნდა ეცადო და ეხლავე უნდა დაიწყო მომზადება. მე შენ წერილს უცდი და მერე ყოველივეს შემოგითვლი. პრაგრამასაც გამოგიგზავნი, თუ აქ იქნება. მასწავლებლებსაც ვკითხავ გარემოებას. შენ ეხლავე წერილი გამომიგზავნე და მომწერე, თუ რა გაქვს ჯამაგირი, ან რამდენი საათი გაქვს სამუშაო. ძნელი სამუშაოა თუ არა? – რა გეხარჯება. დახარჯვით ხომ იცი, პატარა ჯამაგირი კი არა, ათასი მანეთი დაიხარჯება ერთ თვეში, მაგრამ შენ რაც შეიძლება, ეკონომიურათ უნდა იცხოვრო. ეხლავე ხაზეიკასთან დადექი, რაც შეიძლება ეფათ და მასწავლებელსაც მიებარე მათემათიკაში, ლათინურში და ნემეცურში. იქნება მანდ სტუდენტებს, ან და ვინმე მასწავლებელს გიმნაზიისა, ან და ვინმე კარგ შეგირდს გიმნაზიაში შეხვდე. ამაზე დაწვრილებით შენი წერილის მიღების შემდეგ მოგწერ. რაც შეიძლება, ჭკუით იყავი, ეხლაა საქმე. ამასთანავე იცოდე, სოვეტში ხშირ-ხშირად იარე, რომ ადგილი მოგცენ, თორემ ხომ იცი, სემინარიაში რომ ვერ მოხვდე, სალდათათ წაგიყვანებენ და ოცნებებსაც ბოლო მოეღება. რამენაირათ იანვრიდგან უსათუოდ ადგილი გექნეს მასწავლებლის. უთხარი სოვეტში, რომ სალდათათ წამიყვანებენ-თქო. მგონი, სკოლებს ორ კლასიანათ აკეთებენო და ადგილებიც ბევრი იქნება. სხვა, ადგილი რომელ რიცხვიდგან გაქვს? სოფელში წერილი გავაგზავნე. შენ მაშინ სახლში იყავი თუ არა? დედა როგორ დატოვე, ხომ არ უშოვია მოსამსახურე? შენებურად ხომ არ გიწყენინებია და ისთე არ მიგიტოვებია. ვინ იცის, ეხლა წერილის გაგზავნას იქნებ ისთე იმადლები, რომ როგორც დიდ რამეს? სირცხვილია. ჩქარ-ჩქარა წერილი გაუგზავნე, იცოდე, მისწერე ჩემი ამბავიც. წევე სხვა რაიმე პატივისცემა ქონდეს ჩვენგან, წერილს როგორ უნდა ვიმადლებოდეთ იმ ადამიანისთვის, რომელსაც თავისი ცხოვრება ჩვენთვის მტლეთ შემოუწირავს. გავიფიქრებ ხოლმე და გულზე ალად მომედება. სხვა, გალაქტიონ, მანჯგალაძე და ადეიშვილი გადევიდნენ თუ არა? ან ფული მოიტანენ თუ არა. შენი პოემა მივიტანე და პასუხისთვის ხვალ უნდა მივსულიყავ თემში, მაგრამ რადგანაც გაკვეთილები გვაქვს, 26 წავალ. ის დღე ჩვენთვის უქმეა. დავბეჭდავთო, მითხრეს, მაგრამ ამ მიძღვნას გამოუშვებთო. რისთვის უძღვნის გრიშაშვილსო და სხვა! კარგი-თქო, მეც უთხარი. სხვა, ლექსებისას როგორ შვრები, გინდა გამოუშვა? გალაქტიონ, ჩვენი სახლი დასახურავი იყო, დახურეს მართლა შკოლა? რა უქნეს, შეურიგდნენ აკაკის? სოფლის ახალი ამბავი რა იცი? გიორგი [ნამიჭეიშვილი] როგორ არის? აკაკი რასა შვრება, ადგილი იშოვა? სხვა ახალი სემინარიაში ის არის, რომ ყველა, ვისაც კი პირველი ტალღის პაი ქონდა, გამორიცხეს, მათ რიცხვში მოხვდა არველაძე და არონიშიძე და ყველა ისინი, ვინც კრების გულისათვის დაჭერილნი იყვნენ.
აბა, ამ ნაირათ წერილი მოიწერე დაუყოვნებლივ, ამ წერილის მიღების შემდეგ. მინდოდა შიგ მარკა ჩამედვა, მაგრამ მეც არა მაქვს ფული. ბლუზა დამეხა სულ ერთიანად და თითქმის იმის ფულიც არა მაქვს. მასწავლებლის ადგილი ეძიე და ფულს მოუფრთხილდი. ისწავლე ეხლა მაინც ჭკუა. სემინარიაში იმედი მაქვს, თუ იმეცადინებ, მოხვდები, შობამდი რომ მათემატიკას გახვიდე, ლათინურს და ნემეცურს, თითქმის ესეც იკმარებს. დანარჩენს მერე მოასწრებ. ლიტერატურაში „ობრაზცები“ იკითხე. ისტორია სამ-ოთხ უჩებნიკში გადი, თან გქონდეს „повтарительный курс“ პატარა წიგნაკები რომ არის პსიხოლოგია, ძნელი არ არის და მასწავლებელიც ისეთია, რომ შეხვეწება გავა. დედას წერილი მისწერე.

შენი ძმა აბესალომი

[სექტემბერი, 1911]