ტაბიძე აბესალომს - გალაკტიონი - 1
აბესალომ!
გამარჯვებაა!!
მეორე წერილია, ნაშობევს რომ ვაგზავნი, შენ რატომ წერილს არ იწერები? წერილი გამოაგზავნე და თუნდაც სულ უშინაარსო.
ჩვენ გამოგვიცხადეს მანდაური სემინარიის მთავრობის მიერ მოწერილი განცხადება, რომლითაც ჩვენ გამოგვიცხადეს, განგვეცხადებინა, ეხლავე ვინ მიდის სემინარიაში და ვინ არა. ამბობენ კიდევ ჩვენი მასწავლებლები, რომ ორ ძმას სახელმწიფო ხარჯზედ არ მიიღებენო.
გწერს მარად და მარად შენი გალ. ტაბიძე
1908, 28 янв.