შუალედი - დან - მდე
 
 


* * * წინად ნევა...


წინად ნევა,
ქარიშხალი.
თეთრი ღამე,
ზამთრის ქურქი.
მშვიდზე მშვიდი
შვიდას შვიდი.
აქ მსოფლიოს
ბინდის ქალაქს
ეწოდება
პეტერბურგი.

მე ვიგონებ
ცხრაას ჩვიდმეტს.
ლენინს
სმოლნით - ცხადზე ცხადი
ბურუსიდან
ნათელში ვლის
იმ ოქტომბრის
პეტროგრადი!

ნევის ხედი,
ნევის ხედი...
კვლავ იმედი
ასე მშვიდი,
როგორც დაფნა, როგორც ვარდი,
მაინც მომავლისთვის მზარდი,
ჰა, მსოფლიოს თვალწინ დიდი
აღიმართა ლენინგრადი.

დიდება ცას,
იდება გზას,
სად ბრწყინვალე და დიადი,
იმ ოქტომბრის დიად დროშით
აღმართულა
ლენინგრადი!
ლენინგრადი!

1957