შუალედი - დან - მდე
 
 


მრავალ ახალ წელს


მხნე, მქუხარე
და ხანგრძლივი ტაში
დაჰქრის ქვეყნად,
ვით ზღაპრული რაში.
როგორც სადმე
კი გაკრთება ხალხში
მშვიდობის ხმა,
ვაშა! ვაშა! ვაშა!
დიდება ხალხს,
მდგარს მშვიდობის სარდლად,
მშვიდობა რომ
უჩანს ქვეყნის მადლად,
ამ ახალ წელს
ვხედავ, მოსულს ნათლად,
მძლედ, გულწრფელად,
სიყვარულით, მართლად.
მზე ანთებდეს
დროშებს ამომავალს,
    ანათებდეს
გზებს კაცთ მიერ სავალს,
წინ, სამშობლოვ!
მოგილოცავთ, ძმებო,
    დაესწარით
კვლავ ახალ წელს მრავალს!
            
[1958 წლამდე]