შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მოვწყდები... ფიქრით...


მოვწყდები... ფიქრით -
მივრბივარ, მივქრი,
სიმძაფრით, ჯიგრით
და მრისხანებით!

ვლეწავ მიდამოს
და ზეცის ნამუსს,
გზას სამუდამოს
ვწყევლი უნდობელს...

ის შეტევები
მიჰქრის დევებით,
იფნის ხევებით,
ლამისყანებით!

უეცრად, ვიწყებ,
გონს მოსვლას. სიცხე
ჰქრება. სიფიცხეც
ჰგავს სნებას ყოფილს.

ისევ ვმშვიდდები,
კვლავ წყნარი ვხდები.
ხატებას ვწვდები
სავსეს ზმანებით.

ხვალ კი... ვლას ისევ
ქარიშხლებს ვისევ -
ვგმობ, ხმალში ვიწვევ
ბედს, წუთისოფელს!

1957 წლის 28 დეკემბერი