შუალედი - დან - მდე
 
 


ორმოცი წელი


ორმოცი წელი -
გზნება ათას ცხრაას
ჩვიდმეტი წლის
ჰანგზე იწყებს ბაასს.
ლენინის გზით -
ფერებს იწვევს სხვა ასს
ფერი ძმობის
და მშვიდობის დროშის.

მზიან დღეში,
გრიგალში თუ თოშში,
ამ ქარბუქში,
ამ ატომის დროში
დეე, სივრცედ
მიუძღოდეს ფერი,
ფერი თხუთმეტ
რესპუბლიკის დროშის!

1957 წლის ოქტომბერი