შუალედი - დან - მდე
 
 


* * * აი, ამ ადგილიდან...


აი, ამ ადგილიდან
ხალხის მტრობა შესწამეს
და ყუმბარა ესროლეს
ალექსანდრე მესამეს.
და ამავ ადგილიდან
ხალხის ნდობა აფიცეს,
და ვარდები ესროლეს
გალაკტიონ ტაბიძეს.
ღმერთო! რა ვარდებია,
რა სინათლე, რა ალხი!
აქ მარად მთავარია
ხალხი, ხალხი და ხალხი.

1957 წლის 24 ოქტომბერი