* * * ურემს დიდის სიმწრის ალით...
ურემს დიდის სიმწრის ალით
მიათრევდა გზად ყევარი,
მაინც განვლო იმ ჭრიალით
საუკუნის ნახევარი.
კაცს საწუთრო ვერ დააბნევს:
იძლეოდი დიდ იმედებს,
ვიცოდით, რომ ბედი დაფნებს
მხოლოდ შენთვის გაიმეტებს.
ნდობა გვქონდა მეტზე მეტი
და გზას გაგიანკარებდით,
აწ გამართლდა ის იმედი,
ჩვენ რომ შენზე ვამყარებდით.
[1957 წლის 14 აგვისტომდე]