შუალედი - დან - მდე
 
 


* * * არის მკითხველი...


არის მკითხველი
მშვენიერ წიგნის
და არის მხოლოდ
გადამკითხველი...

ის ფურცლავს, ნიშნავს,
ადარებს, ჩიჩქნის,
მაგრამ ვინაა
აქ განმკითხველი?

[1957 წლის 14 აგვისტომდე]