* * * ამ შემოდგომის გზათა სიავით...
ამ შემოდგომის გზათა სიავით
ხევში მიმოქრის ნელი ნიავი, -
ნიავი ფიქრთა ათასი ნავით.
მე მინდა მივცე ნუგეში ნიავს:
ნუ გეშინია! ნუ გეშინია!
ეს მხოლოდ დროის მქროლი ჟინია.
ულტრაიისფერ სხივით ლაგდება
დღე. გაზაფხულიც მალე დადგება.
ბაკურიანიც გამოგვადგება!
ნიავმა ამ თქმით ბევრი იცინა,
ტყეში შეიჭრა და მიიძინა.
[1957 წლის 14 აგვისტომდე]