შუალედი - დან - მდე
 
 


* * * სიტყვის უთქმელად...


სიტყვის უთქმელად ვარ მონატრული,
რომ ეს ლექსები ვიხილო წიგნად,
დაბეჭდილ წიგნად: მათში ფეთქს გული,
გული, ცოცხალი ახლა და წინად!..
ვადბოლსკი, გრწამდეს, რომ ეს იქნება:
სურვილი საქმედ გარდაიქმნება.

1957 წლის 17 ივლისი