* * * ტყე იყო ხევამდი...
ტყე იყო ხევამდი,
ვარაზის კიდემდი,
სადაც აღმართულა
უნივერსიტეტი.
ტყე იყო ხევამდე,
თურმე, დაბურული -
სადაც შეხვედრა გვაქვს
ლიტერატურული.
რაც კი ტყეებია,
რაც კი სახლებია,
ძვირფას მშენებლობას
განუახლებია.
წინ, წინ, მეგობრებო!
ტყე იყო ძველობის,
აღვმართოთ ტყეები
ახალმშენებლობის.
1957 წლის 1 მაისი